მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი წამყვანი ბანკი ონლაინ-ბიზნესებს აქტიურად ყიდულობს... ბაზარზე ერთი მოთამაშე რჩება - Biletebi.ge

63c52bae37c8c
ინგა მურუსიძე
16.01.23 14:42
3640
ბილეთების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა Biletebi.ge განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში აქტიურად ახორციელებს ქართული ონლაინ ბიზნესების შესყიდვას, რასაც თან სდევს კონკურენტების ჩამოშორება ყველა მის ხელში არსებული მექანიზმით - იქნება ეს ფინანსური, საინფორმაციო თუ საკრედიტო საშუალებები.

კომპანიაში ამბობენ, რომ საჭიროა მიღებულ იქნას კანონი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს შეუზღუდავს არაპროფილური ბიზნესების ფლობას.

"აღნიშნული პოლიტიკის შედეგად ხდება ჩვენს სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჟანგბადის სრული გადაკეტვა, რადგან საბანკო ზეწოლით ბანკი ახერხებს გააფორმოს ექსკლუზიური კონტრაქტები სხვადასხვა სერვისის მომწოდებელთან, რაც კრიტიკულია ჩვენნაირი ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ ონლაინ ბიზნესის ფუნქციაა დააკავშიროს მომხმარებელი სერვისის მომწოდებელთან.

თუ ასე გაგრძელდა, ბაზარზე დარჩება ერთი და უკონკურენტო მოთამაშე, რაც დააზიანებს ყველას. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი აზრით, აუცილებელია რაც შეიძლება მალე მიღებული იქნას კანონი, რომელიც შეუზღუდავს საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას ან როგორც მინიმუმ, აკრძალავს ექსკლუზიური კონტრაქტების გაფორმებას სერვისის მონოპოლისტ მომწოდებლებთან.

ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა და პირველ რიგში საკანონმდებლო და ანტიმონოპოლიურ ორგანოებთან, რათა მოხდეს ამ კანონის ისეთი სახით მომზადება, რითიც ის დაიცავს ბიზნესის ამ სფეროს კონკურენტული გარემოს ჩამოშლისაგან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

bm.ge საკითხით უკვე დაინტერესდა და ვრცელ განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები