Galt & Taggart-მა ლუდის სექტორის 2023 წლის, დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და 2023 წელს 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.
ამასთან, მზარდია 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება, რომელიც 45 ლიტრს შეადგენს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 79 ლიტრს.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს.
ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება და დოკუმენტის თანახმად, ეს პროპორცია 2024 წელსაც შენარჩუნდება.
ლუდის მოხმარება მკვეთრად სეზონურია და 60% მაის-სექტემბერზე მოდის - სპორტული ღონისძიებების დროს ლუდის მოხმარება საშუალოზე 25%-ით მაღალია.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული 2.5ლ-იან პლასტმასის ბოთლში
ჩამოსხმული ლუდია და 44.6% პლასტმასის ბოთლებით იყიდება. მას კი მოჰყვება 0.5ლ-იანი ქილის/ბოთლის ლუდი.
მაღალი ლიტრაჟის (3+) კასრის ლუდი ძირითადად ბარებში, რესტორნებსა და ფესტივალებზე იყიდება, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე მზარდი კატეგორიაა.