მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ წელიწადში ბოლივიაში გაუტყეურება 32%-ით გაიზარდა

ბოლივია

ხანგრძლივი და მასობრივი ტყის ხანძრები ბოლივიაში ყოველწლიურ ფენომენად იქცა - რაც გაუტყეურეურების ერთდროულად მიზეზიც ხდება და - შედეგიც. ბოლივიაში დეფორესტიზაცია დიდი ხანია ყურადღების მიღმა რჩება. ქვეყანამ ამაზონის სამიტზე პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში ტყის მასების გაჩეხას აღმოფხვრიდა, თუმცა ახლო დაკვირვება ცხადყოფს, რომ ბოლივიაში ეს პრობლემა უფრო მწვავდება. 

2022 წელს ბოლივია, ბრაზილიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ, რიგით მესამე ქვეყანა იყო, სადაც ტყის საფარის შემცირება ყველაზე მწვავე პრობლემაა. ბოლივია ამ სიის მოწინავე პოზიციებს ზედიზედ სამი წელია, იკავებს.

ქვეყნების ზომის გათვალისწინებით, ბოლივიაში დეფორესტიზაცია ბრაზილიის მასშტაბებს 4-ჯერ აღემატება და მაშინ, როცა ბრაზილიაში ეს მასშტაბები მცირდება, აქ პირიქით - მზარდია. ერთ წელიწადში 2021-დან 2022 წლამდე ტყის საფარის დანაკარგი 32% იყო. 

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ყველაზე მწვავე სანტა კრუზშია, ბოლივიაში ეკონომიკურად ყველაზე დინამიკურ რეგიონში, სადაც ქვეყნის ძირითადი სურსათი - სოიო და ხორცეულობა, ასევე შაქრის ლერწამი, სიმინდი და სორგო იწარმოება.სანტა კრუზი მშრალი ტყის ეკოსისტემის ნაწილია. ქალაქმა 1985 წლიდან დღემდე  მწვანე საფარის მეოთხედი დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები