მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში ცუკერბერგის ქონება $46 მილიარდით გაიზარდა

მარკ ცუკერბერგი

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი მორიგ რეკორდს ამყარებს, მისი ქონების შეფასება ერთ თვეში 46 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

Meta-ს ხელმძღვანელი ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ქონების შეფასება 174 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცუკერბერგის დაწინაურება, ცხადია, მისი კომპანიის აღმასვლასთანაა დაკავშირებული. ერთწლიან პერიოდში Meta-ს აქციების ღირებულება 170% პროცენტითაა გაზრდილი, მისი საბაზრო შეფასება კი 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს აღწევს.

თავად Meta-ს აღმასვლა გასაოცარ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ 14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასამმაგებული მაჩვენებელია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები