მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ წელში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 19-ით შემცირდა

5dfcdad1e5c02
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.19 11:20
1522
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული. 

კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან. 

მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,312,385,965 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით   336,625,320 ლარით ნაკლებია, ამ ორგანიზაციების ჯამური ზარალი კი, 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით 16,608,563 ლარს შეადგენს. შედარებისთვის 2018 წლის 9 თვეში მათ ზარალის ნაცვლად 35,787,939 ლარის წმინდა მოგება ჰქონდათ. 

მიკროსაფინანსო ბაზრის შემცირება პირველ რიგში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის თამაშის წესები შეიცვალა. საფინანსო ბაზრის რეგულაციები განსაკუთრებით მძიმე სწორედ მისო-ებისთვის აღმოჩნდა, რადგანაც ისინი ძირითადად ფიზიკურ პირებზე გასცემენ სესხებს, მათი მომხმარებლების რისკიანობის დონე კი, საშუალოდ ბანკის მომხმარებლებზე უფრო მაღალია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები