მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთად დავამარცხოთ პანდემია“ - „ვისოლ ჯგუფი“ ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

6124b1f0bb70c
BM.GE
24.08.21 12:45
844
„ვისოლ ჯგუფი“ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად პანდემიასთან ბრძოლისთვის ვაქცინაციის მხარდამჭერ ფართომასშტაბიან კამპანიას 5000-მდე თანამშრომლისთვის იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მოწოდებით იწყებს.

„ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“, „ვიანორის“ თანამშრომლებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრები უკვე გამართა, სადაც თანამშრომლებს საშუალება ქონდათ ქვეყანაში ყველაზე ცნობილი იმუნოლოგისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მოესმინათ ინფორმაცია ვაქცინაციის უპირატესობებზე. „ვისოლის“, „სმარტისა“ და „ვიანორის“ თანამშრომლებისთვის დამატებით გათამაშება იგეგმება, სადაც უკვე სრულად ვაქცინირებულებს ფულადი პრიზი ელით. მათ კი, ვინც ახლა გადაწყვეტს ვაქცინაციას, აცრის მომდევნო დღეს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უპირატესობა აქვთ.

„COVID 19-ის პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. სხვა ალტერნატიული საშუალება მსოფლიოს არ გააჩნია. შესაბამისად, როგორც თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ისე ფართო საზოგადოების წევრებს მოვუწოდებთ, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის, გაითავისონ საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რომ ერთად დავამარცხოთ პანდემია და შევქმნათ უკეთესი მომავალი“, აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ერთად დავამარცხოთ პანდემია“ - მოწოდებით თბილისში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ბილბორდებიც გამოჩნდა და კომპანიის ერთგულ მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეახსენეს, რომ #ვაქცინა გვიცავს. ამას გარდა, დღითიდღე იზრდება „ვისოლისა“, „სმარტის“, “ვენდისა“ და დანკინის“ ობიექტების რიცხვი, სადაც მომხმარებელი შენიშნავს მაჩვენებელს, რომ ობიექტის ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია.

(NS)