უმრავლესობის დეპუტატი, რომელმაც "რუსულ კანონს" სამი მოსმენით მხარი დაუჭირა სანქციებს არ ელოდება.
ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ სანქციები თუ იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, მისთვის ერთადერთი პრობლემური ზესტაფონში ჩასვლის აკრძალვაა, რისი უფლებაც დასავლეთს საბედნიეროდ არ აქვს.
"ჯერჯერობით სანქციებზე საუბარი არ არის, მაგრამ ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ისაა, რომ ჩემს ზესტაფონში და ჩემს რეგიონში ჩავიდე. საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ.
ჩვენი წინაპრები ბევრად მეტს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და არავითარი პრობლემა არ არის [სანქციები], მაგრამ არავითარი პრობლემა არ არის. გუშინ, ალბათ მოუსმინეთ ტელევიზიით [ო'ბრაიენს]. მოხდება განხილვა და თუ რამე ისეთს ღირებულს წარმოადგენენ და ღირებულს შევიტანთ ცვლილებას პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში", - განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ, საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა "რუსულ კანონს" მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.