მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთგულების პრობლემასთან გვაქვს საქმე... ხშირად ფიქსირდება ღალატის ფაქტები - აზარაშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე

64abef1bcca26
BM.GE
10.07.23 15:42
629
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში - ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, "ერთგულების პრობლემასთან გვაქვს საქმე". BM.GE-იმ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ როგორ აისახება ფაქტი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. ჟურნალისტის რეპლიკაზე, შესაძლოა, მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს ამ საკითხზე, აზარაშვილმა უპასუხა, რომ „მთავრობის სხდომაზე ასეთ საკითხებზე არ მსჯელობენ“.

„თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, იგივე წავიკითხე მეც. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი - ერთგულების პრობლემაა. ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ღალატის ფაქტები ფიქსირდება“,- განაცხადა აზარაშვილმა.

BM.GE-ის კითხვაზე, გამოძიება არ დასრულებულა და დარწმუნებული რატომ არის ჯანდაცვის მინისტრი, რომ ბაჩიაშვილია მოღალატეა, აზარაშვილმა უპასუხა - „ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. სამწუხაროდ, ასეთი ნიშნები იკვეთება“.

შეგახსენებთ: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ცალ ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს). სასამართლომ ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები