მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ღირებულებამ 2.79 ლარს მიაღწია

დოლარი ფული

Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში 14:20-ის მდგომარეობით ერთი დოლარის ღირებულებამ 2.7949-ს მიაღწია, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსს 5.2 თეთრით აღემატება. ჯერჯერობით ეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, თუმცა აღნიშნული გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც აისახება, მას ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

ლარის გაუფასურება 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის, 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები