მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველების სტატუსზე არ იმოქმედებს"

5ea965d3a75de
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.20 15:55
3623
სახელმწიფოს მიერ ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თვითდასაქმებული მოსახლეობისთვის დაწესებული ერთჯერადი გასაცემელი სოციალურად დაუცველების სტატუსზე არ იმოქმედებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ხომ არ მოეხსნებათ სოციალური სტატუსი პირებს, რომლებიც პარალელურად აიღებენ თვითდასაქმებულების კომპენსაციას და თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ?

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სოციალურად დაუცველების შემოსავალი 2019 წლიდან აღარ ითვლება ავტომატურად სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოგდების მიზეზად.

„გავაჩინეთ იმის შესაძლებლობა, რომ სოციალურად დაუცველებს დაუფიქსირდეთ შემოსავალი და პირიქით, წავახალისეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება. თუმცა, არის ბევრი სოციალურად დაუცველი, რომელიც არის ასევე თვითდასაქმებული, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 40-45% არის შრომისუნარიანი პირი, რომელიც არის არაფორმალურ სექტორში ჩაბმული.

რაც შეეხება იმ გასაცემელს, რომელსაც ჩვენ გავცემთ სოციალურად დაუცველებზე, რომლებიც არიან ბაზაში, თუმცა არ არიან სოციალური დახმარების მიმღებები 65 000 -100 000 სარეიტინგო ქულის ფარგლებში, აქაც ეს ერთჯერადი გასაცემელი არ იქნება სოციალურად დაუცველთა ბაზაში გადამოწმების საფუძველი“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.