მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთწლიანი კულტურების სესხის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარი იქნება - მინისტრი

აგრო

ფერმერებს, რომლებსაც ერთწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფო იმ სესხების 9%-ს დაუსუბსიდირებს, რომელიც 100 000 ლარამდეა - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე გამოყენებული საწვავის ხარჯი.

„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს; სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი
კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები