მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის ქვეყნის გაყიდვა - პრეზიდენტი ე.წ. „ოფშორების კანონზე”

სს

ეს არის ქვეყნის გაყიდვა - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტში მიღებულ ე.წ. „ოფშორების კანონს“.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს „ნაცრისფერ ზონად“ აქცევს.

„აქაც არა მგონია, რომ პრევენციული რამე შეიძლებებოდეს. ეს კანონი იქნა გატარებული, პრაქტიკულად, საიდუმლოდ, აჩქარებული ტემპით და არავისთვის არანაირი ახსნა განმარტება არ იქნა მიცემული. ეს არის კანონი, რომელიც, რეალურად საქართველოს, რაღაც ნაცრისფერ ზონად გარდაქმნის, თუ არა შავ ხვრელად - ეს არის მისი საბოლოო მიზმანი. აქ შემოვიდეს აქტივები, ფულზე ნაკელებად არის საუბარი, ფული გადის იმ საბანკო სისტემით, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული და გაკონტროლებულია. აქ არის აქტივებზე საუბარი, თვითმფრინავებზე, იახტებზე რაც ძალიან დიდ თანხებზე ადის და რომელიც შეეძლება აწყობდეს არამხოლოდ ივანიშვილის პირადი ქონების გადმოტანას, სანქციების შემთხვევაში ან სანქცირებამდე, არამედ ბევრ სხვა შესაძლო ოლიგარქის დასანქცირებამდე, რომ თავიანთი აქტივები აქ გადმოიტანონ და უსაფრთხოდ ჰყავდეთ მაგალითად ბათუმის კუნძულზე, რომელიც აჩქარებული ტემპით შენდება.

აქ საჭიროა გამოძიება, სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი მთავრობის ხელშია, ვერაფერი ამას ვერ შეეწინააღმდეგება, თუ არა გამჭვირვალობა, რაც აქ ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონი არის და არჩევნები და არჩევნებით ქვეყნის დაცვა ამ შავი ინტერესებისგან.

აქ არანაირი ეროვნული ინტერესი არ არის, არანაირი პატრიოტიზმი, ეს არის პირაპირი ქვეყნის გაყიდვა“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ოფშორების" კანონი ძალაში შევიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები