მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დღეები, მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო" - შეფი

ლუკა ნაჭყებია

შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია "რუსული კანონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. ის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ამ დრომდე "რუსული კანონის" წინააღმდეგ არ გამოდიან.

"გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო, ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს...
ვისაც "მაგრამ" გაწუხებს...

იცი, ბოლომდე თუ გადმოხვალ ხალხის მხარეს, მაგარ თავისუფლებას იგრძნობ... თითქოს წონა მოიხსენი გულიდან.. სუნთქვაც გიმარტივდება... შიგნიდან სინდისის ჭია აღარ გკბენს...

33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო და ყველაზე მარტივი იყო ღრმად სუნთქვა...", - წერს ლუკა ნაჭყებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები