მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... ამ კანონს ვერ გაიტანთ" - შეფ ლუკა ნაჭყებია

ლუკა ნაჭყებია

შეფი ლუკა ნაჭყებია "რუსული კანონის" განხილვის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ არაფრად ღირს რამის ქონა, თუ არასწორ მხარეს იდგება. შეფ ლუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ პოზიციის შემდეგ როგორც სხვებს, მასაც ეშინია, რომ რამეს დაკარგავს.

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...

მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ...

მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...

სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ...", - წერს შეფ ლუკა ნაჭყებია.

შეფმა საკითხზე პოზიცია გუშინაც დააფიქსირა და თქვა, რომ ხელისუფლება ამ კანონს ვერ გაიტანს.

"ამ კანონს ვერ გაიტანთ. უბრალოდ არ გამოვა, არაა ეს ქვეყანა არც ყირგიზეთი არც რუსეთი... პატარა ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყანამ თავისუფლების გემო იცის ეს.

პატარა ქვეყანა ნამეტანი ახლოსაა ევროპასთან, ამ პატარა ქვეყანას დიდი მთები ყოფს იმ არარაობა განავალთან რასაც რუსეთს ეძახიან... უბრალოდ არ გამოვა...", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები