მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ინსტრუმენტია, რომ [ბიზნესი] განსხვავებული აზრის გამო დაისაჯოს - ალავიძე "ოცნების" ინიციატივაზე

ნიკოლოზ ალავიძე

ეს არის ინსტრუმენტი, რომ ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია, დაისაჯოს მიღებული დრაკონული კანონის ძალით - ასე აფასებს ანალიტიკური ცენტრის “ჯეო ქეისის” მრჩეველი “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომლის თანახმად მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ BMG-ის განუცხადა, დაანონსებული ცვლილება ერთგვარად „რუსული კანონის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებითაც „ქართული ოცნება“ უკვე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აფრთხილებს.

“ეს განცხადება აზიანებს მთლიანად სამეწარმეო ბაზარს, საქმიან საზოგადოებას. უნდა ვიღაცას ამის აღიარება თუ არა. ეს საფრთხე უკვე რეალიზებულია, ეს უკვე ადგილზეა. იმ “რუსული კანონის” მოქმედება, რომელიც არასამთავრობოების შეზღუდვით დაიწყო, უკვე შემდგომ ეტაპებზეა გადასული და უკვე მიადგა ლეგიტიმურ ბიზნესს. ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ემსახურება დამატებით საჭირო გაფრთხილებას, რომ რაღაც საფრთხე იგრძნონ [კომპანიებმა] ამ ნაწილში.

არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნების“ შემოწირულობის 90% არის კორუფციული, ისევ და ისევ ბიუჯეტიდან მოპარული ფული, დაბრუნებული უშუალოდ ამ პარტიასთან, რომელიც ხმარდება ამ პარტიის ხელმძღვანელობის პირად ახირებებს და პირადი კომფორტის დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ, მაგალითად მე, თუ რაღაცა გამიჩნდა სურვილი, სიმპათია რომელიმე სხვა პარტიის მიმართ, გარდა „ქართული ოცნებისა“, უკვე სისხლის სამართლის დამნაშავე ვხდები ამით.

ერთგვარი პოლიტიკური მონოგამიზმი შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც არის იგივე ჩრდილოეთ კორეაში. შესაბამისად, ვისაც გააჩნია განსხვავებული აზრი, არის ინსტრუმენტი, რომ ის სხვა დაისაჯოს მიღებული დრაკონული კანონის ძალით”, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ცნობისთვის, მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება - მორიგი შეზღუდვის ინიციატორი "ქართული ოცნებაა". ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები