ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და იგი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში ნათელი იყო ის, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას.
რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რასაც ისინი ცდილობენ, გადადგან ტერიტორიების მისაკუთრებისთვის სავსებით გაუმართლებელია“, – თქვა მილერმა.
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადება გაავრცელა. ინფორმაციაში წერია, რომ აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე.




























