მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი: არ ვიცი, მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს

მაკა ბოჭორიშვილი

არ ვიცი, მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად „ფარას,“ მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველომ ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული „ფარა“ და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის.

„იმაზე აპელირება, რომ „ფარაში“ დარეგისტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები, სიმართლე არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი „ფარას“ რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი? თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რა არის „ფარა.“ ყველას შეუძლია, შევიდეს და ნახოს, ვინ არის და რა არის დარეგისტრირებული „ფარაში“ და რამდენია დარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას - სახ. დეპარტამენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები