მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმაც და ჩვენც ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა - მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი
10.07.24 00:47
2523

ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ევროკავშირის მიერ დაფინანსების გაყინვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა, ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს, ისევე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები.

ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას. ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღებას გამოიყენებენ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ“, – განაცხადა მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები