მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდაა“ - პაპუაშვილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებების შედეგად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მის მოადგილეებს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება რომ არ ექნებათ, "მიზანმიმართული დეზინფორმაციას და ანტიქართული პროპაგანდას“ უწოდებს.

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მის მოადგილეებს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება არ ექნებათ. საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების შედეგად, პირველი და მეორე რანგის მოხელეები ანუ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან საჯარო სექტორში. კანონის თანახმად კი, პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება და ასევე, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, არ აქვს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება.

შალვა პაპუაშვილი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად - ქართულს. ხოლო აფხაზეთში - აფხაზურს. შესაბამისად, საქმის წარმოება სახელმწიფო ენაზე, ქართულად მიმდინარეობს. საქმე ეხებოდა ე.წ. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, სადაც ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების დასაქირავებლად, არის შესაძლებელი, რომ უცხოელი ექსპერტი დაქირავებაც შესაძლებელი იყოს.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს პროპაგანდა. როგორ შეუძლია იმოქმედოს ადამიანების ტვინებზე. ეს არის ზუსტად რბილი ძალა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, რასაც ჰქვია პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საქმე სინამდვილეში არის მარტივად. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს. ხოლო აფხაზეთში, აფხაზურს და რა თქმა უნდა, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონით, საჯარო და სახელმწიფო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ავტომატურად არის დადგენილი საქართველოში, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება, სახელმწიფო ენაზე იწარმოება.

რაც შეეხება რეგულაციებს, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, როცა საუბარია ცენზზე, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის არის ქართული ენა და ეს არ შეცვლილა. საქმე ეხება ე.წ. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, იქ არის შესაძლებლობა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტების დასაქირავებლად გამოიყენება, არის შესაძლებელი, რომ უცხოელი ექსპერტი დაქირავება შესაძლებელი იყოს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე, სადაც ქართულ სახელმწიფო ენაზე მიდის წარმოება, სადაც დოკუმენტები იქნება ქართულად და თანამშრომლებთანაც ურთიერთობა არის ქართულად, რა თქმა უნდა, აქ არის კრიტერიუმი ქართული ენის ცოდნაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა, რომლის გამყარებასაც „საიას“ ხელმძღვანელმა სათავე დაუდო.

პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდის მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას „საია“ ბოდიშის მოხდა დაავალოს, ან თავად მოიხადოს ბოდიში, გავრცელებული დეზინფორმაციისთვის და ანტიქართული პროპაგანდისთვის.

„ამ დეზინფორმაციას საია-ს ხელმძღვანელმა დაუდო სათავე და გაამყარა დეზინფორმაცია. მათი დესტრუქცია გასაგებია, მაგრამ საიას უცხოელი დამფინანსებლები ჰყავს. ბრიტანეთის ელჩი, რომელიც დაკავებულია ქართველი ხალხისთვის მორალის კითხვითაა და თავს ვიდეო მიმართვით გვამახსოვრებს, მან ან მის მიერ დაფინანასებულ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოსთხოვოს, რომ ეს პროპაგანდა უარყონ და თქვან სიმართლე. ბოდიში მოიხადონ. ან ბრიტანეთის ელჩმა, ეს დეზინფორმაცია უარყოს და კარგი იქნებოდა, თუ ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ ანტიქართული განცხადებისთვის, რომელიც მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები