მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს საკითხი გასაჩივრებულია შემდგომ ინსტანციაში - ვახტანგ აბაშიძე NEQSOL-თან დავაზე

634fa0e52dff1
BM.GE
19.10.22 11:04
842
კომუნიკაციების კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე NEQSOL Holding-თან ცილისწამებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე კომენტარს აკეთებს. აბაშიძის თქმით, საქმეს მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს და ის ამ მხრივ დეტალებში შესვლისგან თავს შეიკავებს.

“ერთადერთი კომენტარი მაქვს, რომ ეს იყო პირველად ინსტანციაში და ახლა ეს საკითხი გასაჩივრებულია შემდგომ ინსტანციაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი ინსტანცია, შესაბამისად რომ გავაკეთო კომენტარი ამას ჩამითვლიან სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად,”- განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

საუბარია ცილისწამების საქმეზე, რომელიც NEQSOL-ის დამფუძნებელმა ნასიბ ჰასანოვმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ შეიტანა. საქმეზე პირველი ინსტანცია მოსარჩელე მხარემ მოიგო.

პარალელურად, გრძელდება საარბიტრაჟო დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID). არბიტრაჟმა საქმეზე მიიღო დროებითი ღონისძიება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებდა შეეწყვიტა თავდასხმები Caucasus Online-ზე. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა შეეჩერებინა იმ ტრანზაქციის გაუქმების მცდელობა, რომლითაც ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა არაპირდაპირი სახით მოიპოვა Caucasus Online-ის აქციების მფლობელობა. ცნობილია, რომ ინვესტორი $200 მილიონი დოლარის კომპენსაციის მისაღებად დავობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები