მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ESCROW ანგარიშის ამოქმედება 2022 წლამდე გადავადდა

60ccd96a9cce4
ანუკა ჯოხაძე
18.06.21 21:32
897
2021 წელს მთავრობა სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20%-ის ESCROW ანგარიშზე განთავსების ვალდებულებას განიხილავდა.

ESCROW-ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც პირი იღებს ერთგვარ გარანტიას, რომ მშენებლობა დასრულდება. ESCROW ანგარიშის ამოქმედების შემდეგ თანხა ინახება ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ მშენებლობის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხის გამოყენება.

პანდემიურ წელს დაგეგმილი ცვლილებებით ბიზნესი კმაყოფილი არ იყო. შესაბამისი შეხვედრები გაიმართა თბილისის მერიაში, სადაც კერძო სექტორი მხრიდან დაისვა ის პრობლემური საკითხები, რაც აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას მოჰყვებოდა. როგორც სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, თბილისის მერია ბიზნესთან ერთად მივიდა კონსესუსამდე, რომ ESCROW ანგარიშის ამოქმედება მომავალ წლამდე უნდა გადავადებულიყო.

“ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და მივედით მარტივ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა გადავადებულიყო. ამისთვის ჯერ ნამდვილად არ იყო სამშენებლო სექტორი მზად და არც მერიას ჰქონდა მზადყოფნა, რომ ეს რეგულაცია წელს ჩაშვებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ეს დამატებითი წნეხი იქნებოდა ბიზნესისთვის. უნდა გავუფრთხილდეთ ბიზნესს, როცა ვიმყოფებით ასეთ სიტუაციაში, პირიქით, წნეხი კი არა სტიმული და მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ ახალი პროექტები დაიწყოს", - აცხადებს სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები