მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს კორონავირუსი „ენდემურ დაავადებად“ განიხილონ

61ddcc3ba47e1
თამთა ჯიჯავაძე
11.01.22 22:25
1069
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ გეგმავს ევროპელ კანონმდებლებს მიმართოს თხოვნით კორონავირუსი აღქმული იქნეს, როგორც უფრო მეტად „ენდემური დაავადება“, როგორიც მაგალითად გრიპია.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, სანჩესმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლებთან შეფარდებით სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მანვე აღნიშნა, რომ პანდემიამ უკვე მიაღწია იმ დონეს, როდესაც ამ დაავადების ევოლუცია შესაძლოა შეფასდეს სხვადასხვა პარამეტრებით. მისივე თქმით, ეს იქნება ეტაპობრივი და ფრთხილი პროცესი, თუმცა დროა, რომ ამაზე დისკუსია დაიწყოს.

პედრო სანჩესმა ასევე დაადასტურა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის უწყება მუშაობს შემთხვევების მონიტორინგის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც კოვიდ-ინფიცირების თითოეული შემთხვევის აღრიცხვა აღარ იქნება საჭირო, და ყველა მოქალაქის გატესტვა, რომელსაც ექნება სიმპტომები, აღარ იქნება აუცილებელი.

ცნობისთვის, 10 იანვარს ესპანეთში ინფიცირების 97 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 68 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები