მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში წყალბადის საწარმოში $2.2-მილიარდიან ინვესტიციას ჩინური კომპანია ჩადებს

ჩინეთი

ჩინური კომპანია Hygreen Energy ესპანეთში, ანდალუსიას რეგიონში, მწვანე წყალბადის საწარმოს ასაშენებლად $2.2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს - ამის შესახებ Reuters-ი რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ინვესტიცია უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც ესპანურ კომპანია Coxabengoa-სთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. კომპანიას ესპანეთში მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება ევალება.

ცნობისთვის, ანდალუსია ესპანეთსა და ევროპის მასშტაბით მწვანე წყალბადის წარმოებაში ლიდერი პოზიციის დაკავებას ცდილობს, რასაც ხელს მისი ქარისა და მზის ენერგიების მზარდი პოტენციალიც უწყობს.

მწვანე წყალბადი განახლებადი ენერგიის გამოყენებით იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დეკარბონიზაციის მთავარ ფაქტორად სწორედ მწვანე წყალბადი მიიჩნევა, როგორც წესი, მისი წარმოება კონკურენტული არ არის, რადგან, სუბსიდირების გარეშე, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები