მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესტონეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს შესაძლოა, ვეტო დაადოს - პირობები

ესტონეთის პარლამენტი
BM. GE
10.07.25 21:14
655

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკუს ცაჰკნა ევროკავშირს რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული ზედა ზღვრის $60-დან $45 დოლარამდე შემცირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ვეტოს დაადებს. ცაჰკნა აცხადებს, რომ სანქციებს რეალური შედეგი არ ექნება, თუ ევროკავშირი კრემლზე ზეწოლას არ გააძლიერებს.

ესტონეთის ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. სლოვაკეთისა და უნგრეთის პირველი დიპლომატების შეფასებით, მსგავსი რიტორიკა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას მხოლოდ ესტონეთი არ უჭერს მხარს. როგორც ცნობილია, G7-ის ქვეყნებიც უფრო მკაცრი მიდგომის მომხრე არიან.

ამ დროისთვის რთულია იმის თქმა, რა შედეგით დასრულდება ეს დაპირისპირება. თუმცა, ფაქტია, რომ ევროკავშირის ლიდერებს არამხოლოდ უნგრულ-სლოვაკური პრეტენზიების, არამედ ესტონური მოთხოვნების გათვალისწინებაც მოუწევთ.

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს - რას მოიცავს ის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები