მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეწინააღმდეგება საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს“ - სამი ევროპარლამენტარის განცხადება „რუსულ კანონზე“

ევროპარლამენტი

სამი ევროპარლამენტარი, დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ და მიუთითებენ, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში, მმართველი პარტიის მიერუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტის ხელახლა შემოტანით. ეს კანონი, რომელიც გუშინ, პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმაა. ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის უფლების მნიშვნელობას ახსენებენ და მოუწოდებენ, თავიდან აიცილონ ძალადობის ესკალაცია.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მოხსენებებით, საკამათო კანონის წინააღმდეგ პროტესტის დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტურია და საჭიროა მისი მკაცრი პატივისცემა, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. ჩვენ მოვუწოდებთ,

საქართველოს ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ყოველგვარი ესკალაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები კვლავ ადასტურებენ ევროპული მისწრაფებისადმი ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის შესრულების საჭიროებას ახსენებენ.

„ჩვენ ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ საჭიროებს შესრულებას“,- წერენ ევროპარლამენტარები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები