მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართველ ხალხს არ სურს, რუსული ორბიტის ნაწილად იქცეს” - ევროპარლამენტარები

ევრო

ევროპული პარლამენტის წევრები დეივიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციის და მშვიდობიანი მომიტინგეების საწინააღმდეგოდ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

“ძალიან ვღელავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. გიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული.

ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება იმ საკამათო კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებისთვის, რომელიც თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მიღების შემთხვევაში, კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, გაიწვიონ კანონი და კონცენტრირდნენ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია EU-სა და NATO-ში გაწევრიანებისთვის.

ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, ევროპული ორბიტის ნაწილად იქცნენ. მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, დააკმაყოფილონ მათი მოქალაქეების მოლოდინები და არ შეაფერხონ მათი ლეგიტიმური, ევროპული მისწრაფებები.

გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც თავად აჩვენებენ დაუღალავ ბრძოლას დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისთვის”, - ნათქვამია სამი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები