ევროკომისია რუსულ გაზსა და ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმის სტრატეგიის გამოქვეყნებას გეგმავს. ევროკავშირმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების პირობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დადო.
გეგმით ეს 2027 წლისთვის უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე კომისიას დეტალურად არ აუხსნია ამას როგორ აპირებს. სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება 6 მაისისთვის არ დაგეგმილი. როგორც Reuters წერს, გეგმის გამოქვეყნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება, რაც ზრდის გაურკვევლობას ევროკავშირ-აშშ-ის ენერგორესურსების ვაჭრობის შესახებ.
ომის შემდეგ აშშ ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) მთავარი მიმწოდებელი გახდა. უკრაინის ომის გამო რუსეთიდან ევროკავშირში გაზის შესყიდვები შემცირდა, თუმცა 2024 წელს ევროპამ რუსული გათხევადებული გაზის იმპორტი გაზარდა, ჯამში როგორც გამოცემა წერს, რუსული ბუნებრივი გაზისა და LNG-ის წილი ევროპაში 19%-ს აღწევს.