მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU არაწევრი ქვეყნებიდან დასაქმების მსურველებისთვის ონლაინ პლატფორმას ქმნის - რას გულისხმობს ინიციატივა?

ევროკავშირი დასაქმება

ევროკავშირი მესამე ქვეყნის სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას წაახალისებს. ამ მიზნით ონლაინ პლატფორმა, ტალანტების ფონდი (EU Talent Pool) შეიქმნება, რომელიც ევროკავშირის მიღმა მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიებთან დააკავშირებს. ევროკავშირის საბჭო შესაბამის წინადადებაზე დღეს შეთანხმდა, შემდეგი ეტაპი კი ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებაა, საბოლოო კანონმდებლობის მისაღებად.

მესამე ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე და მიუთითონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების და ენის ცოდნის შესახებ. პლატფორმა ასევე შეიცავს ვაკანსიებს ევროკავშირის დამსაქმებლებისგან (მონაწილე ქვეყნებში). წინადადების შესაბამისად, მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ 2023 წლის 15 ნოემბერს წარადგინა. მიზნებს შორისაა: მესამე ქვეყნებიდან ტალანტების მოზიდვა, ევროკავშირის შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა და კადრების დეფიციტის დაძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები