აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ევროპის რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე იმუშავებს. კერძოდ, ჯგუფის მიზანი ბუნებრივი თხევადი გაზის ალტერნატიული მიმწოდებლების პოვნა იქნება.
Reutes წერს, რომ აშშ იმუშავებს ევროკავშირის ბაზრისთვის 2022 წელს სულ მცირე 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი/ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე.
ამას გარდა, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან იმუშავებს, რათა მათ გარანტია მისცეს, რომ ისინი 2030 წლამდე დაახლოებით 50 მილიარდ კუბურ მეტრ დამატებით თხევად/ბუნებრივ გაზს მიიღებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების გაზის მოთხოვნის დაახლოებით 10%-ს შიდა წარმოება აკმაყოფილებს, რაც შეეხება რუსეთს, ის ევროგაერთიანების მოთხოვნის 41%-ს ფარავს.