მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-დან წელს ვიზიტები 10%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ყველაზე მეტი ტურისტები

ევროკავშირი-საქართველო

2025 წლის ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 201 986 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 10.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვიზიტებით პირველ ათეულ ქვეყანაში ვერ მოხვდა.

2025 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი 33 658 ვიზიტი პოლონეთიდან იყო, აქ წლიური ზრდა 22%-ია. შემდეგ მოდის გერმანია 32 392 ვიზიტით, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა მხოლოდ 4.2%-ია. მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 18 904 ვიზიტით (Brexit-ის მიუხედავად, ოფიციალურ სტატისტიკაში ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად არის), წლიური ზრდის მაჩვენებელი აქ 26%-ია, მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს 13 662 ვიზიტით, წლიური ზრდა აქ 28%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია 12 885 ვიზიტით, რაც 8%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ წელს ვიზიტებში კლებაა ბალტიის ქვეყნებიდან:

  • ესტონეთი - 3 040 (კლება 18.6%);
  • ლატვია - 8 046 (კლება 13.4%);
  • ლიეტუვა - 8 120 (კლება 15.8%);

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთდღიანი ვიზიტებში კი 4%-იანი კლებაა 540 161-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები