შარშან ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები წლიურად 16%-ით 660.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2025 წელს ტურიზმიდან საქართველომ ჯამში 4.7 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის წილი ტურიზმის შემოსავლებში 14%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს ევროპის 27 ქვეყნიდან და დიდი ბრიტანეთიდან ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, რაც წლიურად 14% ზრდაა. თუ 2025 წელს ევროკავშირიდან 499 890 ვიზიტი შედგა, ხოლო ჯამური დანახარჯი 660.4 მლნ დოლარს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1321 დოლარია.
ზრდის მიუხედავად, ვიზიტების რაოდენობით ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.
EU-დან ყველაზე მეტი, 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს. გერმანიის შემდეგ EU-ს ქვეყნებს შორისაა პოლონეთი 80 ათასი ვიზიტით, საიდანაც ნაკადი 20%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკა დიდ ბრიტანეთსაც მოიცავს.




























