მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის გარემოს დაცვითი სააგენტო იტყობინება, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურება ძალიან მაღალ ნიშნულზეა

ჰაერის დაბინძურება

ევროკავშირის გარემოს დაცვითი სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში ჰაერის დაბინძურება საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews აქვეყნებს.

ჰაერის ჯანმრთელობის ხარისხის უახლესი შეფასების მიხედვით, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა, ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, თავისივე სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. შეფასებაში ნათქვამია, რომ ირღვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებიც, რაც ევროპელების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

უახლესი შეფასების მიხედვით, რომელიც 2021 წელს გაკეთდა, 253 000 სიკვდილის შემთხვევა, შესაძლოა, სწორედ ჰაერის დაბინძურების მიერ იყოს გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ 2005-დან 2021 წლამდე, ჰაერში არსებული წვრილი ნაწილაკების გამო დაღუპული ადამიანების რიცხვი 41%-ით შემცირდა, EEA წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი დაბინძურების დონის შესამცირებლად ახალი ზომები უნდა მიიღონ.

მაგალითისთვის რომ განვიხილოთ - აზოტის დიოქსიდით დაბინძურება დაახლოებით 52 000 ადამიანის სიკვდილს, ხოლო ოზონის ზემოქმედებით 22 000 გარდაცვალებას იწვევს.

ევროპის ქალაქებში მთავარი დაბინძურების წყარო მაინც ტრანსპორტია. ზოგიერთ რეგიონში კი სახლის გათბობა მყარი საწვავის გამოყენებით ხდება, მაგალითად ქვანახშირით ან ხით, რომელიც ჰაერის ხარისხზე ასევე უარყოფითად მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები