ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი მოსაზრებით, ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ მათთვის არალეგიტიმურები არიან.
ცნობისთვის: რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.