ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, უნგრეთის პრემიერ მინისტრის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მოხდა და ევროკავშირის პოლიტიკა წევრ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებას არ უშლის. ასე უპასუხა ბორელიმ პრესკონფერენციაზე Reuters-ის კითხვას - როგორ შეესაბამება ვიქტორ ორბანის მიერ საქართველოში არჩევნების შექების განცხადება ევროკავშირის პოლიტიკას.
ჯოზეფ ბორელიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არჩევნების პროცესი დაძაბულ გარემოში, გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობდა, რაც ცესკოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გამოძიებას საჭიროებს.
„უნგრეთი პრემიერ-მინისტრი [ორბანი] თბილისში ჩავიდა, ეს მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მოხდა. როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პოლიტიკა წევრ ქვეყნებს არ უშლის საკუთარი საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. რამდენჯერმე გვაქვს ნანახი, რომ განსხვავებულ წევრებს ამ საკითხთან მიმართებით განსხვავებული მიდგომები აქვთ. ევროკავშირის პოზიცია ჩემ მიერ ნათლად იყო გამოხატული და კომისიასთან ერთად განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა კვირა საღამოს, რომ ეს საკითხი ბუდაპეშტში ლიდერთა შეხვედრის ფორმატში იქნება განხილული.
ჩვენ რეალობა უნდა გვესმოდეს - შეიძლება პრემიერ ორბანს განსხვავებული აზრი გააჩნია, მაგრამ დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. როცა დამკვირვებლები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალია, ამას აცხადებენ, საპირისპირო განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ არ უთქვამთ, რომ ეს იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. დარღვევების გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც საარჩევნო პროცესების მართვა ეხებოდა, ამას გამჭვირვალედ გააკეთებს და ჩვენ ველით, რომ ცესკო და შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ დარღვევებს, რომლის შესახებაც დამკვირვებლებმა ანგარიში წარმოადგინეს. მხოლოდ ამ ანგარიშის წაკითხვაა საჭირო და იქ ნახავთ, მათი თვალსაზრისის გრძელ სიას თუ რა არ მოხდა კარგად, არამხოლოდ არჩევნების დღეს არამედ წინა დღეებშიც. დამკვირვებლებმა განაცხადებს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში იყო დაძაბული გარემო, არათანმიმდევრული მიდგომით და პროცედურების არათანმიმდევრობით, განსაკუთრებით ეს ეხებოდა საჯარო სექტორის თანამშრომლებს, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას, დაშინებას, თავისუფლად ხმის მიცემას. ანგარიში უნდა წავიკითხოთ და საკუთარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ.
ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უნგრეთის პრემიერის პოზიციისგან, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ყველა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელს ერთი და იგივე პოზიცია გააჩნია", - განაცხადა ორბანმა.