ევროკავშირის საბჭო რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს.
თანხამ წლიურად შესაძლოა, 2.7-3.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, საიდანაც 90% უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე მიიმართება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა და სხვა მოკავშირეებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.