2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 6.0 მილიონი ტონა მაკარონი აწარმოვეს, რომლის ღირებულება 9.1 მილიარდ ევროს შეადგენდა. Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით, მაკარონის წარმოების ღირებულება 3%-ით გაიზარდა, ხოლო წარმოებული მოცულობა 5%-ით შემცირდა.
მაკარონის ორ მესამედზე მეტი (69%), 4.1 მილიონი ტონა, იტალიაში იწარმოებოდა. მას მოსდევდა ესპანეთი 6%-ით (367 000 ტონა), 5%-ით (290 000 ტონა) გერმანიას უსწრებდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, ევროკავშირში წარმოებული მაკარონის ექსპორტის ნახევარზე მეტი, 55% ევროკავშირის ფარგლებში იყიდებოდა ქვეყნებს შორის. ევროკავშირის გარეთ ექსპორტის ძირითადი მიმართულებები კი იყო გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ექსპორტზე 2.9 მილიონი ტონა მაკარონი გაიტანეს, ხოლო იმპორტი - 1.7 მილიონი ტონა იყო.
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, იტალია ლიდერობდა, 2.2 მილიონი ტონა მაკარონის ექსპორტით, რაც მთლიანი ექსპორტის სამ მეოთხედზე მეტია (77%). ესპანეთი სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო 131 000 ტონით, ანუ მთლიანი ექსპორტის 5%-ით.
იმპორტის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაკარონის უმსხვილესი იმპორტიორი გერმანია იყო 468 000 ტონით ანუ მთელი იმპორტის 28%-ით, რომელსაც მოსდევდა საფრანგეთი 372 000 ტონით - მთლიანი იმპორტის 22%-ით.





























