გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გადააფასოს.
"ბოლო თვეებია თვალს ვადევნებთ როგორ აქცია ზურგი საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლინდა დარღვევები. მოვუწოდებთ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ იმ ყველა ბრალდებასა და საჩივარზე, რაც გაჟღერდა.
ევროკავშირმა უნდა გადააფასოს საქართველოსთან ურთიერთობა, მათ შორის, ევროკავშირის მხარდამჭერი ზომებისაც გაწევრიანების პროცესის კონტექსტში", - წერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ განიხილავენ 100 მლნ ევროზე მეტი დაფინანსების შეჩერებას და ამ თანხის მიცემას მთავრობის ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებისთვის.