ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანის გაუქმებას საქართველო დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს.
"მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთის მიჯაჭვულობასა და დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები",- წერს ევროპარლამენტარი.
Ruling Georgia Dream made unconstitutional decision to canceal country’s European integration choice. This fundamental policy change leads Georgia into russian embrace and major uncertainty. EU must cancels visa free for diplomatic passports holders and impose invidual sanctions pic.twitter.com/c8MoXSh1G7
— Petras Austrevicius (@petras_petras) November 29, 2024