მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

მე-19 პაკეტი

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტ.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც, რამდენიმეკვირიანი დაბლოკვის შემდეგ, სლოვაკეთმა ვეტო მოხსნა - ევროკავშირის სანქციებს წინ უსწრებდა აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ორი რუსული ნავთობკომპანიის დასანქცირება.

მე-19 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ 2027 წლამდე რუსული LNG-ის, თხევადი გაზის იმპორტი უნდა შეაჩეროს.

სანქციები ვრცელდება რუსეთის ფინანსურ სექტორზეც, ისევე როგორც ჩინურ და ინდურ კომპანიებზე, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში არიან მხილებული.

დამატებით შეიზღუდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირება და სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა - შეზღუდვები გავრცელდება 117 ტანკერზე.

"ახლახან მივიღეთ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო გადარიცხვებს, კომპანიებს, მათ შორის, ინდოეთსა და ჩინეთში. ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებას დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ. პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო და უფრო რთულდება", - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი X-ზე.

ევროკავშირის მიერ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, დაესანქცირებინათ Rosneft-ი და Lukoil-ი. ამასთან, ვაშინგტონი იმედგაცრუებას გამოხატავს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები