მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მა რუსეთში მოტორიზებული სათამაშოების ექსპორტიც აკრძალა

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტით რუსეთში ისეთი სათამაშოებისა და სხვა მოდელების ექსპორტი აკრძალა, რომლებსაც მექანიკური ძრავები აქვთ ჩაშენებული - ამის შესახებ EU-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

აკრძალვა, დოკუმენტის თანახმად, ორ კომპონენტზე ვრცელდება: მექანიკური ძრავის მქონე სათამაშოებზე, რომლებიც პლასტმასისგანაა დამზადებული; და მექანიკური ძრავის მქონე სათამაშოებს, რომლებიც სხვა მასალისგანაა დამზადებული.

ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტი ოფიციალურად 23 ოქტომბერს დაამტკიცა, მას შემდეგ რაც, რამდენიმეკვირიანი დაბლოკვის შემდეგ, სლოვაკეთმა ვეტო მოხსნა. ევროკავშირის სანქციებს წინ უსწრებდა აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ორი რუსული ნავთობკომპანიის დასანქცირება. მე-19 პაკეტით ევროკავშირმა 2027 წლისთვის რუსული თხევადი გაზის იმპორტი აკრძალა და შეზღუდვები დაუწესა როგორც ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებს, ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს და ჩინურ და ინდურ კომპანიებს, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში არიან მხილებული.

ევროკავშირის მიერ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, დაესანქცირებინათ Rosneft-ი და Lukoil-ი. ამასთან, ვაშინგტონი იმედგაცრუებას გამოხატავს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები