ევროკავშირი განიხილავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.ამჯერად კავშირის წევრი სახელმწიფოების ყურადების ცენტრში რუსეთის ენერგეტიკული სექტორია.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა CNBC-ის განუცხადა, რომ “ყველაფერი მაგიდაზეა” და ეს საკითხიც განიხილება.
ამასთან, გამოცემის თანახმად, ევროკავშირში დიპლომატები დღეს სწორედ რუსეთის ენერეტიკული სექტორის სანქცირების საკითხს განიხილავენ. დღევანდელ დისკუსიებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის, შეერთებული შტატების, კანადისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.
დღესვე განსაკუთრებულად დამძიმდა ვითარება უკრაინაში, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი, რასაც აფეთქებაც მოჰყვა. მომხდარი მალევე დაგმო NATO-მ და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ვოლოდომირ ზელენსკიმ კი “ატომური ტერორის” წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. ამჟამად ზაპოროჟიის ელექტროსადგურს რუსული ჯარები აკონტროლებენ.
2021 წელს რუსეთმა მსოფლიოში ექსპორტზე 493 მილიარდის საქონელი გაიტანა, აქედან 54% სწორედ ენერგეტიკული რესურსები - ნავთობი და გაზი იყო.




























