მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU რუსეთის მოქალაქეების მიერ სამეზობლოში საზღვრის კვეთის მკვეთრ ზრდას რისკად აფასებს

630f7acb87c3e
მარიამ ვარადაშვილი
31.08.22 19:23
660
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან ვიზის გამარტივებაზე დადებული შეთანხმების შეჩერებაზ შეთანხმდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრის კვეთას გაურთულებს და გაუძვირებს.

“ვხედავთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვან ზრდას რუსეთიდან მის მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების კუთხით რისკის შემცველი გახდა. ამიტომ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შევთანხმდით სრულად შეჩერდეს ვიზების გამარტივებაზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება”, - წერს ბორელი "ტვიტერზე".

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ახალი ვიზების რიცხვს, ასევე გაახანგრძლივებს ვიზის მისაღებ დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები