მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს მინისტრების განხილვა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებასაც შეეხო – იოზვიაკი

ევროკავშირი

"EU-ს მინისტრების განხილვა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებასაც შეეხო", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე ლიტვის მიერ წარდგენილი დოკუმენტი განიხილეს. მრავალი წინადადებაა, მათ შორის, სანქციები და ყველა ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე მოთხოვნა, რომ ევროკომისიამ EU-სთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერებაზე ანგარიში მოამზადოს", - წერს იოზვიაკი X-ზე.

იოზვიაკი ასევე წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია და საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ივლისში შესაძლოა მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განიხილოს.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სასჯელები უკიდურესად მკაცრია - კაია კალასი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

მინისტრებმა განიხილეს გაზრდილი რეპრესიები საქართველოში, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე - კალასი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები