რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საქართველოში შექმნილი ვითარება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში მინისტრები გაგზავნონ ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ გაიწვევდა და აღარ წარადგენდა - ჯოზეფ ბორელი "რუსულ კანონზე