მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სასამართლომ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

შულგინი

ევროკავშირის სასამართლომ რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ შულგინის გამართლების და მისი სანქციებისგან განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, შულგინი არ არის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი და ის არ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამიტომაც ის სანქცირებული არ უნდა იყოს.

შულგინს დაუბრუნდება როგორც გაყინული აქტივები, ასევე მას აღუდგება დასავლეთის მასშტაბით მოგზაურობის უფლება.

ალექსანდრ შულგინი რუსული ელ. კომერციის პლატფორმის, OZON-ის დამფუძნებელია, რომელიც Amazon-ის ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენს. მისი ქონების ზუსტი შეფასება უცნობია, თუმცა თავად კომპანია დაახლოებით 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები