მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წილი საქართველოს იმპორტში 26.7%-მდე გაიზარდა - TOP იმპორტიორი კომპანიები

EU

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველომ წელს EU-დან 17%-ით მეტი იმპორტი განახორციელა, ვიდრე გასული წლის 10 თვეში.

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე ჯამურად, საქართველოს მთლიანი იმპორტის 26.7% მოდის, რაც მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 24.1%-იანი წილიდან.

იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $628,5 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $360,4 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $245 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $87,5 მლნ;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $68,3 მლნ.

BMG-მ ევროკავშირიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 იმპორტიორი იანვარ-ოქტომბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს გეფა
  • სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
  • შპს ავერსი-ფარმა
  • შპს აკა
  • შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს პსპ ფარმა
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ფილიპ მორის საქართველო

EU-ზე საქართველოს ექსპორტის 8.4% მოდის - ტოპ ექსპორტიორი კომპანიები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები