ევროკავშირი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების მიზანს სულ უფრო უახლოვდება. უკვე მეორე ზამთარია, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზს შეზღუდული რაოდენობით იყენებენ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მისი მიწოდება შეამცირა და ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
მიმდინარე კვირაში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ EU-ში რუსული გაზის იმპორტი, 2021 წლის (ომამდელ) მონაცემებთან შედარებით, წელს 40-45 მლრდ-ი კუბური მეტრით შემცირდება. ბლოკმა რუსული ნახშირბადისა და ნავთობის საზღვაო იმპორტი დაასანქცირა.
ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირმა ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე მწვავე ეფექტი უკვე გადალახა, თუმცა კმაყოფილების დრო ჯერ არ არის. ენერგეტიკული ბირჟა კვლავ მოწყვლადი, ინფლაცია კი კვლავ მაღალია.
რუსული გაზის შემცირებისთვის EU-მ სხვა მომწოდებლებისგან იმპორტი მაქსიმალურად გაზარდა - ამავდროულად, შეამცირა გაზის მოხმარებაც: ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილეს მომწოდებლად რუსეთი ნორვეგიამ ჩაანაცვლა, აშშ-დან კი თხევადი გაზის იმპორტი გაიზარდა. ევროპის მასშტაბით გაზის მარაგები 99%-ით შევსებულია. რუსულ წიაღისეულ საწვავზე ევროპის დამოკიდებულებას ბლოკში მზის ელექტროსადგურების რეკორდული ექსპანსიაც უწყობს ხელს.
მართალია, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბუნებრივ აირზე, გასული წლისგან განსხვავებით, რეკორდულად მაღალი ფასები მოსალოდნელი არ არის, ცივი ამინდის მოახლოებასთან ერთად, გაზზე ფასების ზრდა მაინც შესაძლებელია.