მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებას მინისტრი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს

5f92b7dbdbd5c
ინგა მურუსიძე
23.10.20 15:10
1009
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სამი ქვეყანა - საქართველო, კანადა და ტუნისი აღარ იქნებიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ე.წ. "უსაფრხთო" სტატუსს ატარებდნენ -  მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია.

აღნიშნულის შეფასება დღეს მედიამ ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ "ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს" და განმარტა - რატომაც:

„შეეზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა ევროკავშირში, ამას თავად ევროკავშირი გადაწყვეტს, თუმცა თუ განვიხილავთ მდგომარეობას, ბევრი ევროპული სახელმწიფო "ლოქდაუნზე" საუბრობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი, რადგან ცვლადი კომპონენტია და შეიძლება ხვალიდან კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ სიიდან, რომელშიც დღეს ვიყავით შეტანილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები