მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სა და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში 10.3 მლნ სავიზო განაცხადი შევიდა - 2023 წლის სტატისტიკა

ვიზა

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებისა და შენგენის ასოცირებული ქვეყნების საკონსულოებმა მოკლევადიანი ვიზებისთვის 10.3 მილიონზე მეტი განაცხადი მიიღეს. ევროკომისიის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 37%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს (17 მილიონს) მაინც ჩამორჩება.

ასევე პანდემიამდელზე დაბალია გაცემული ვიზების რაოდენობაც, თუმცა 2022 წელთან შედარებით გაიზარდა და თითქმის 8.5 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს 5.9 მილიონი, ხოლო 2019 წელს 15 მილიონი ვიზა გაიცა.

2023 წლის მონაცემებით, შეტანილი სავიზო განაცხადების რაოდენობით TOP 5 ქვეყანა შემდეგია:

  • ჩინეთი: 1 117 365 განაცხადი (2022 წელს 92 780 განაცხადით 22-ე ადგილზე იყო);
  • თურქეთი: 1 055 885 განაცხადი (2022 წელს 778 409 განაცხადით პირველ ადგილზე იყო);
  • ინდოეთი: 966 687 განაცხადი (2022 წელს 671 928 მე-3 ადგილზე იყო);
  • მაროკო: 591 401 განაცხადი (2022 წელს 423 201 განაცხადით მე-4 ადგილზე იყო);
  • რუსეთი: 520 387 განაცხადი (2022 წელს 687 239 განაცხადით მე-2 ადგილზე იყო).

მცირედი კლებაა უარყოფილი სავიზო განაცხადების პროცენტულ მაჩვენებელში. 2023 წელს ჯამური განაცხადების 16% არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2022 წელს - 17.9%.

რომელმა ევროპულმა ქვეყნებმა უთხრეს რუსებს ვიზაზე ყველაზე მეტი უარი/თანხმობა? – 2023 წლის სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები