მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„EU-სადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება“ - პრემიერი

6299f6634eccb
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.22 16:45
648
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან საუბრის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ საქართველო ევროკავშირისადმი ერთგულებას ყოველი გადადგმული ნაბიჯით ადასტურებს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მას საქართველოს მეგობართან - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა.

„მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება - იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, - აცხადებს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები